ბრიტანული საბჭო ძალზე იმედგაცრუებულია მოსკოვის გადაწყვეტილებით, რუსეთის ტერიტორიაზე მოღვაწეობის შეწყვეტის გამო. ნათქვამია მათ განცხადებაში.
„ჩვენ ძალზე იმედგაცრუებულები ვართ მოვლენის ასეთი განვითარებით. ჩვენი აზრით, როცა პოლიტიკური ან დიპლომატიური ურთიერთობები იძაბება, კულტურული და საგანმანათლებლო შესაძლებლობები სასიცოცხლოდ დიდი მნიშვნელობის ხდება ადამიანებსა და ორგანიზაციებს შორის მუდმივი დიალოგის შენარჩუნებისთის„ - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.
ცნობისთვს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბიტანეთის საელჩოს 23 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მოითხოვა დატოვონ რუსეთის ტერიტორია არაუგვიანეს ერთი კვირისა. გარდა ამისა, შეწყვეტილ იქნა ბრიტანული საბჭოს საქმიანობაც რუსეთში, მისი სტატუსის დაურეგულირებლობის გამო.