პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მივიდა, სადაც გუდაურში, საბაგიროზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულები მოინახულა.
მინისტრი მათი მდგომარეობის შესახებ პირადად ესაუბრა კლინიკის მთავარ ექიმსა და მკურნალ ექიმებს.
ღუდუშაურის კლინიკაში გუდაურში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული რამდენიმე პაციენტია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება