ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ სავსებით შესაძლებელია, სოლსბერიში, ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის სანქცია პირადად ვლადიმერ პუტინს გაეცა. ესეთი განცხადება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გააკეთა.
„ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს რუსეთის მიმართ. ის რაც მოხდა, რუსოფობიამდე არ მიგვიყვანს. ჩვენ პრეტენზია გვაქვს პუტინთან და კრემლთან. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს მათი გადაწყვეტილება იყო გამოეყენებინათ ტოქსინები დიდი ბრიტანეთის, ევროპის ტერიტორიაზე“. წერს Reuters -ი