თეთრმა სახლმა რუსერთთან მიმართებაში სანქციები გააფართოვა. შავ სიას კიდევ ხუთი ორგანიზაცია და რამდენიმე კერძო პირი დაემატა.
რუსული ინტერნეტ-კვლევის სააგენტო, მედიისთვის უფრო მეტად ცნობილი როგორც „фабрика троллей“, ასევე აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს სანქციის ქვეშ მოყვა.
მანამდე ორგანიზაციას ბრალად ედებოდა აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა.
მოცემული ღონისძიებები ტარდება ახალი კანონის „სანქციები ამერიკის მოწინააღმდეგეთა მიმართ“ თანახმად.
იქამდე აშშ-ს პარლამენტმა განაცხადა, რომ სანქციები უნდა გატარებულყო მათ წინააღმდეგ „ვინც თანამშრომლობს რუსეთის სამხედრო და სადაზვერვო სექტორთან".
ახალი კანონი ხელმოწერილ იქნა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ, 2017 წლის 2 აგვისტოს. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს ზომების მიღებას, რუსეთის, ირანისა და კორეის ეროვნულ-დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ.
უნდა აღინიშნოს, რომ დონალდ ტრამპი წინააღმდეგი იყო ამ კანონპროექტის მიღების, თუმცა კონგრესმა ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტის ვეტო დაძლია.