დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და აშშ სოლსბერის ინცინდენტს რუსეთის მხრიდან დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტის დარღვევას უწოდებენ.
მათ მოუწოდეს რუსეთს, ბოლომდე გაამჟღავნონ ინფორმაცია „ნოვიჩოკის“ შესახებ.
„ჩვენ მოუწოდებთ რუსეთს გვიპასუხონ ყველა კითხვაზე, რაც სოლსბერის ინცინდენტს შეეხება. რუსეთი ვალდებულია წარადგინოს ანგარიშის პროგრამა „ნოვიჩოკის“ შესახებ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში“ - ნათქვამია ოთხი ქვეყნის ლიდერთა განცხადებაში.
ბრიტანული მხარე ამტკიცებს, რომ მომწამლავი ნივთიერება „ნოვიჩოკი“, რომელიც გამოყენებული იყო ყოფილი პოლკოვნიკისა და მისი ქალიშვილის წინააღმდეგ, რუსეთში იწარმოება.
შეგახსენებთ, რომ ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განცხადება უკვე გააკეთა. დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება 23 რუსი დიპლომატის ბრიტანეთიდან გაწვევის და ყველა სახის ორმხრივი ურთიერთობის უმაღლეს დონეზე გაყინვის შესახებ.