"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და საპარლამენტო უმცირესობა გამოხატავს შეშფოთებას საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის მიერ დიდ ბრიტანეთში რუსეთის მიერ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის ქიმიური იარაღით მოწამვლის შესახებ "ტვიტერზე" გაკეთებული ორაზროვანი განცხადების გამო, - ამის შესახებ პარტიის წევრმა გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არსებულ ვითარებაში, როცა ცივილიზებული სამყაროს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ სულ უფრო უარყოფითი ხდება, საქართველოს მხრიდან აუცილებელია მეტი აქტიურობა, რაშიც არანაირად არ ჯდება პრემიერ-მინისტრის კაპიტულანტური მიმართვა რუსეთის ხელისუფლების მიმართ.
"მაშინ, როცა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დარწმუნებით განაცხადეს ამ მტრულ აქტში რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობის შესახებ, მინიტრი ჯანელიძე, რუსეთის ხელისუფლების მსგავსად, „სიმართლის დადგენის" აუცილებლობაზე საუბრობს. ამგვარი განცხადება როგორც მინიმუმ არაკომპეტენტურია და საქართველოს მოკავშირეების, პირველ რიგში დიდი ბრიტანეთის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს.
ამავე დროს, მიგვაჩნია რომ არსებულ ვითარებაში, როცა ცივილიზებული სამყაროს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ სულ უფრო უარყოფითი ხდება, საქართველოს მხრიდან აუცილებელია მეტი აქტიურობა, რაშიც არანაირად არ ჯდება პრემიერ-მინისტრის კაპიტულანტური მიმართვა რუსეთის ხელისუფლების მიმართ. როგორც მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღეში დიდი ბრიტანეთი აპირებს „მაგნიტსკის სიის" საკუთარი ვერსიის მიღებას რომელშიც რომლებიც რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი კონკრეტული პიროვნებების მიმართ გატარდება მკაცრი პერსონალური სანქციები. ამ ფონზე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღება აღარ უნდა გაჭიანურდეს და დიდი იმედი გვაქვს საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოოდ ჩამოყალიბდება.
ამავე დროს, მდგომარეობის სერიოზულობიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვცაჩნია მომავალ კვირას, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილის გამოცხადება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე უკვე დაბარებული გვყავს საგარეო საქმეთა მინისტრი რომელიც კანონის თავს არიდებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას", - განაცხადა კანდელაკმა.
ცნობისთვის, მიხეილ ჯანელიძემ "ტვიტერში" დაწერა, რომ საქართველოს გაერთიანებულ სამეფოს სიმართლის დადგენის პროცესში სრულ მხარდაჭერას უცხადებს.