15 მარტს, ქალაქ თელავში (სასტუმრო „ალაზნის ველი“) გაიმართება შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება 2018-2019 წლების ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში შესატანი ვალდებულებების განხილვას. შეხვედრის ორგანიზატორია, საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს პარლამენტის თელავი-ახმეტის, თელავი-ყვარელის, ლაგოდეხი-ყვარელის და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატები და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები; ასევე სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს პარლამენტის, მედიის, აკადემიური წრეების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.