ნატოს გენერალი რუსეთის მუქარაზე საუბრობს. „რუსეთი წარმოადგენს ძირითად საფრთხეს ამერიკული ძალებისთვის ევროპაში. ის რეგიონალური უსაფრთხოების დესტაბილიზაციას ახდენს, მისი გავლენა სცდება ევროპის ჩარჩოებს“ - განაცხადა ნატოს ძალების მეთაურმა ევროპაში, გენერალმა, კერტის სკაპაროტიმ.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს რეგიონალური უსაფრთხოების დესტაბილიზაციას და ახდენს საერთაშორისო სამართლის ნორმების იგნორირებას, რომელიც უზრუნველყოფდა ევროპაში მშვიდობას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამ განცხადებას რია ნოვოსტი National Interest-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გენერალის განცხადებით, ამერიკული სამხედროები მუშაობენ, რათა დაიცვან ევროპული სახელმწიფოები რუსული აგრესიისგან. თუმცა, სამხედრო ძალები არაა საკმარისი რუსეთის მუქარის წინააღმდეგ საბრძოლველად და ამერიკული ხელისუფლებისთვის აუცილებელია შეიმუშაოს საერთო მიდგომა რუსეთთან მიმართებაში.
მისი თქმით, რუსეთის მუქარა ცდება ყველანაირ საზღვრებს. „ის გავლენას ახდენს და ერევა ახლო აღმოსავლეთში, სადაც მისმა ჩართვამ სირიის სამოქალაქო ომში გააძლიერა ბაშარ ასადის რეჟიმი და ირანს რეგიონში თავისი გავლენის გავრცელების საშუალება მისცა. რუსეთი ეხლა უფრო აქტიურად ეხმარება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს და აღრმავებს ურთიერობას ირანთან. ასევე, აფართოებს თავის გავლენას საუდის არაბეთში, ეგვიპტეში, ლივანსა და კიპრზე. მსგავს ნაბიჯებს რეგიონალური დინამიკის ცვლილებებამდე მივყევართ“.
გენერალმა ასევე დასძინა, რომ რუსეთი ცდილობს შეცვალოს არსებული მსოფლიო წესრიგი მის სასარგებლოდ.
მანამდე, ნატოს ძალების სარდალმა ევროპაში, გენერალმა, კერტის სკაპაროტიმ განაცხადა, რომ რუსეთი ნატოს უპირატესობას, შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში აღიარებს და ეშინია ალიანსის. მანვე დასძინა, რომ პენტაგონში დასახელდა რუსეთის განადგურების სამხედრო გზა.