30 წლის ქუთაისელის იოსებ საკანელიძის სიკვდილის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. მისი ცხედარი ქუთაისთან ახლოს დღეს დილით იპოვეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ მან თავი 23 ივლისს მოიკლა.
თვითმკვლელობის ადგილი კლდეშია, რის გამოც ხეზე ჩამომხრჩვალი მამაკაცი ვერავინ შეამჩნია. საკანელიძე 22 ივლისიდან გაუჩინარდა და ოჯახმა ამის გამო დახმარების თხოვნით პოლიციას მიმართა.
ოჯახის წევრებსა და გარდაცვლილის მეგობრებს თვითმკვლელობის მოტივებზე საუბარი უჭირთ.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის მამაკაცის ცხედარი ქუთაისთან ახლოს მდინარე წყალწითელას სანაპიროზე იპოვეს. ცხედრის ამოყვანას მაშველების რამდენიმე ჯგუფის მუშაობა დასჭირდა.