ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში კვადროციკლით მოძრავი ორი მოზარდი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ონფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, 8 წლის ბიჭი და მისივე თანატოლი გოგო კვადროციკლით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილეს და კედელს დაეჯახნენ.
ძლიერი შეჯახების შედეგად ბიჭმა თავისა და ყბა-სახის არეში მძიმე ტრამვა მიიღო. ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი თბილისში გადაყვანა იგეგმება.
მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება მეორე დაშავებულს, ის მკურნალობას ჰოსპიტალში გადის.