PLUS-ის დაბადების დღის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს დამატებითი PLUS-ების დაგროვების შესაძლებლობას სთავაზობს.
კამპანია, რომელიც 2026 წლის 1 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთონ აქციებითა და კრიპტო აქტივებით ინვესტირებაში და დასაჩუქრდნენ 1,000,000-მდე PLUS ქულით.
კამპანიაში მონაწილეობისთვის შეგიძლიათ, გახსნათ მობილბანკი, ეწვიოთ ინვესტიციების სივრცეს და შეიძინოთ 70 კრიპტოდან ერთ-ერთი ან სასურველი კომპანიის აქცია.
მობილბანკში ყოველი მე-10 ყიდვის ტრანზაქცია საჩუქრდება.
თუ თქვენი ტრანზაქცია მე-10, მე-20, 30-ე და ა.შ. იქნება, თქვენ მომენტალურად მიიღებთ საჩუქრად PLUS ქულებს. საჩუქარი იწყება 1,000 PLUS ქულით და ყოველ მომდევნო მე-10 ტრანზაქციაზე იზრდება 500 ქულით, მაქსიმუმ 3,000 ქულამდე, რის შემდეგაც ციკლი თავიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ:
- ამ საჩუქრის მიღებას შეძლებთ ერთხელ, ფასიანი ქაღალდების აქციის და ერთხელაც კრიპტო აქტივების აქციის ფარგლებში.
- ქულები დაგერიცხებათ ტრანზაქციის შესრულების დღესვე, რის შესახებაც შეტყობინებას მიიღებთ.
მთავარი პრიზი: 1,000,000 PLUS ქულა!
ყოველი 50,000-ე ტრანზაქციის შემსრულებელი გახდება 1,000,000 PLUS ქულის მფლობელი.
- გაითვალისწინეთ: მთავარი პრიზს მომხმარებელი მიიღებს მხოლოდ ერთხელ - ფასიანი ქაღალდების ან კრიპტო აქტივების კამპანიის ფარგლებში. გამარჯვებულს ბანკი დაუკავშირდება ტრანზაქციის შესრულებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში.
თუ გსურთ, იცოდეთ, რიგითობით მერამდენე ტრანზაქცია შესრულდა, თვალი ადევნეთ ტრანზაქციების მრიცხველს რეალურ დროში საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.
კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ბანკის ნებისმიერ სრულწლოვან რეზიდენტ მომხმარებელს, ბანკის თანამშრომლების გარდა.
კამპანიაში მონაწილეობისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ კრიტპო აქტივი ან აქცია მარტივად, მობილბანკიდან.