პატიმრობიდან გათავისუფლებული მერაბ ღოღობერიძე პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავს. ამის შესხება „ჯი-ეიჩ-ენს“ მერაბ ღოღობერიძემ განუცხადა.
„პოლიტიკურ პარტიას - „ძლიერ რეგიონს“ ჩამოვაყალიბებთ და ჩვენს სათქმელს აუცილებლად ვიტყვით. აჭარაში პრობლემებია და ამაზე სამწუხაროდ არავინ საუბრობს, პრემიერ-მინისტრს არ ეუბნებიან სიმართლეს, თუ რა პრობლემებია აჭარაში“, - აცხადებს ღოღობერიძე და აღნიშნავს, რომ ის თავის ადვოკატთან ერთად სამართლებრივ ბრძოლას განაგრძობს.
ცნობისთვის, ბათუმის მოვლენებზე მსჯავრდებულები, ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 6 მარტს გაათავისუფლა. ბრალდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილება პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მიიღო.
ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღორღობერიძეს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით ჰქონდათ მისჯილი. აღნიშნული, პროკურატურამაც და დაცვის მხარემაც სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლო პროცესები კვლავ გაგრძელდება, დაცვის მხარეს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.