„სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსში“ შედის ცვლილება, რომელიც მიხედვით, ზონალური კოეფიციენტებით ვაჭრობის პრაქტიკა უქმდება. საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის.
ცვლილების მიხედვით, შემოდის ახალი მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე პირობა ერთდროულად უნდა იყოს ძალაში იმისთვის, რომ ასეთი ნებართვა გაიცეს.
კოდექსის თანახმად, ქალაქმშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით, ხდება ადმინისტრაციული ხელშეკრულების შემოღება. სიახლეს წარმოადგენს ნებართვის გაცემის დროებითი შეზღუდვა. კოდექს შემოაქვს მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის ცნება.
როგორც მთავრობის წარმომადგენელმა განმარტა, კოდექსით შემოდის მშენებლობაზე ზედამხედველობის სამი ძირითადი სახე. ესენია: საჯარო, ტექნიკური და მშენებლობის უსაფრთხოების ზედამხედველობა.