ბელგიამ ბირთვული კატასტროფის შემთხვევაში, უფასო იოდის შემცველი ტაბლეტების დარიგება დაიწყო.
როგორც ბელგიის ფარმაცევტული ასოციაცია იუწყება, 6 მარტიდან ნებისმიერ ბელგიის მოქალაქეს, რადიაციული დაზიანების შემთხვევაში, პროფილაქტიკის მიზენით, შეუძლია აფთიაქში უფასოდ მიიღოს იოდის ტაბლეტი. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
ესეთი აქცია გათვალისწინებულია რადიაციული უსაფრთხიების ახალი გეგმით, რომელიც ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იან იამბონმა შეიმუშავა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს რეაქტორის ულტრახმოვანი შემოწმების შედეგად, გამოვლინდა ათასობით ბზარი ერთ-ერთი ენერგობლოკის კორპუსზე. ბელგიის ტერიტორიაზე სულ სამი ბირთვული რეაქტორი მდებარეობს და ახალი გეგმის თანახმად, 20 კილომეტრამდე რადიუსზე არსებულ მოსახლეობას უნდა ქონდეს იოდის მარაგი.