ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ერაყში, ბესმაიაში ჩავიდა.
არსებული ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობის მეთაურთან, ჰაიდერ ალ-აბადიმთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და სამხედრო სფეროში თანამშრომლობა იყო.
როგორც სტოლტენბერგმა შეხვედრაზე განაცხადა, ისლამურ სახელმწიფოზე ერაყის გამარჯვება მთელი მსოფლიოს გამარჯვებაა.
ის ერაყს სამხედრო სფეროში დახმარებას დაჰპირდა.