იტალიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. BBC -ის ცნობით, 4 მარტის საპარლამენტო არჩევნები იტალიაში წინა არჩევნებისგან იმით გამოირჩევა, რომ ის ახალი, Rosatellum-ის სახელით ცნობილი სისტემის მიხედვით გაიმართება.
მანდატების 37% ადგილობრივ ოლქებზეა დამოკიდებული და გამარჯვებული ხმების უბრალო უმრავლესობის მქონე კანდიდატი გახდება. დანარჩენი 63% კი საიდუმლო პროპორციული სიებით გადანაწილდება.
იტალიის საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანია და ის 945 დეპუტატით დაკომპლექტდება. მათგან 630 პალატაში და 315 სენატში გადანაწილდება.
იტალიის არჩევნებში რამდენიმე პარტია და 10-მდე საარჩევნო კოალიცია მიიღებს მონაწილეობას. ყველაზე მეტი მანდატის მოპოვებას კი Forza Italy-ს, ქვეყნის ოთხგზის პრემიერმინისტრის - სილვიო ბერლუსკონის პოლიტიკურ გაერთიანებას უწინასწარმეტყველებენ.
საარჩევნო ყუთებთან ამომრჩეველი გადაწყვეტილებას ადგილობრივი დროით 07:00-დან 23:00-მდე დააფიქსირებს.