დონალდ ტრამპმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ერთი წლით გაგრძელების ბრძანებას ხელი მოაწერა. თეთრი სახლის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვინაიდან „ვითარება უკრაინაში აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკისთვის უჩვეულო და ექსტრაორდინარულ საფრთხეს წარმოადგენს“, 2014 წლის საპრეზიდენტო ბრძანების მოქმედების ვადა ერთი წლით გაგრძელდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს პოლ რაიანს აცნობა.