"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. ნიკა მელიას განცხადებით, საუბარი შეეხება როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს, ასევე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.
,,სამწუხაროდ, არაერთი პრობლემაა ჩვენი ქვეყნის წინაშე. მათ შორის არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი როგორიც არის ქვეყნის უსაფრთხოება. ამ საკითხებზე მნიშვნელოვანია გავმართოთ საუბარი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებსაც არანაკლებ შესტკივათ გული ჩვენ ქვეყანაზე",- განაცხადა მელიამ.
შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს.