კრემლის ლიდერი სირიაში რუსუკ სამხედრო ობიექტებზე დრონების თავდასხმას პირველად გამოეხმაურა. საგანგებო განცხადება მან მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.
„იქ პროვოკაცია მოგვიწყვეს, მაგრამ არა თურქებმა. მე ვესაუბრე რეჯეფ თაიფ ერდოღანს და დარწმუნებული ვარ, რომ ამაში თურქების ხელი არ ურევია. ჩვენ ვიცით, სად და ვის გადასცეს ეს ლეტალური აპარატები. მათ კუსტარული შეფუთვა აქვთ, თუმცა მაღალტექნოლოგიურ ელემენტებს შეიცავენ. პროვოკაცია მიზნად ირანსა და თურქეთთან ჩვენი ურთიერთობის გაფუჭებას ისახავდა,“-აღნიშნა პუტინმა.