კიევის მერი ვიტალი კლიჩკო 2017 წელს შვებულებაში 12-ჯერ გავიდა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "ვესტი" წერს. ამავე ინფორმაციით, გასულ წელს კლიჩკო სამსახურში 97 დღე არ გამოცხადებულა. მან ანაზღაურებადი შვებულების 34 დღე გამოიყენა, 13 დღე საკუთარი ხარჯებით დაისვენა, 50 დღე კი მივლინებებში გაატარა.