ასტანის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა. ამის შესახებ ყაზახეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენელმა რუსლან იმანკულოვმა განაცხადა. ნულსულთან ნაზარბაევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. მიზეზი დიდთოვლობა გახდა.