კიევის სააპელაციო სასამართლომ უკრაინის გენერალური პროკურატურის აპელაციის განხილვა 19 იანვრისთვის გადადო. ამის მიზეზი პროცესზე იმ დეპუტატების გამოუცხადებლობა გახდა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩაუდგნენ. ამავე მიზეზით ერთხელ პროცესი უკვე გადაიდო. გენერალური პროკურატურა პეჩერსკის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომელმაც სააკაშვილს შინაპატიმრობა არ მიუსაჯა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.