ოპრა უინფრიმ რეიტინგით ტრამპს გაუსწრო. სოციოლოგიური გამოკითხვა კომპანია „რასმუსენ რიფორთმა“ ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, ცნობილ ტელეწამყვანს მხარს რესპოდენტთა 48 პროცენტი უჭერს, დონალდ ტრამპს კი 38-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. გამოკითხვა შეერთებულ შტატებში 8-9 იანვარს ჩატარდა და სულ ათასი რესპოდენტი გამოიკითხა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უინფრის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობის მიღება, რაც საბოლოოდ არ დადასტურდა.