პუტინს კვლავ მაღალი რეიტინგი აქვს. სოციოლოგიური გამოკითხვა ამჯერად კომპანია „ვციომმა“ ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, გასული წლის ბოლო სამუსაო კვირას რუსეთის პრეზიდენტს მხარს რესპოდენტთა 56,8 პროცენტი უჭერდა. მეორე ადგილზე რეიტინგში 18 პროცენტით თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუა, მესამე პოზიციას კი 13, 3 პროცენტით საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იკავებს.