თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის ორგანიზატორი დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Sabah იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი პოლიციამ ხელმეორედ დააპატიმრა. მანამდე ის ფეთულა გიულენის ორგანიზაცია „ფეტოსთან“ კავშირის ბრალდებით იყო დაკავებული.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ანდრეი კარლოვი 2016 წლის 19 დეკემბერს ანკარაში მოკლეს. საგამოფენო დარბაზში მას ზურგში პოლიციელმა მევლუთ ალტინტაშმა ესროლა.