კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი ჟენერალიტეტის პრეზიდენტი შესაძლოა კიდევ ერთხელ გახდეს. ესპანური მედიის ინფორმაციით, კოალიცია „ერთად კატალონიისთვის“ და „კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკელები“ მის კანდიდატურაზე უკვე შეთანხმდნენ. შეხვედრას ბრიუსელში თავად პუჩდემონიც ესწრებოდა. ის ამ დრომდე თავს ბელგიას აფარებს. ესპანეთის უმაღლეს სასამართლოს პუჩდემონზე დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული.