ახალგაზრდა, რომელსაც კვირაზე მეტია ეძებდნენ, მოკლული იპოვეს დავით ტორიაშვილის ცხედარს სამართლდამცველებმა ორთაჭალაში, ძველი ავტომობილების სადგომთან ახლოს, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მიაგნეს.
არსებული ინფორმაციით, 1998 წელს დაბადებულ ახალგაზრდას ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული, ცხედარს ფიზიკური ძალადობის კვალიც ეტყობა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.