ნიუ-იორკში, "ტრამპ თაუერის" შენობის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.
ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, მეხანძრე მაშველები ამერიკის დროით, 7:20 საათზე გამოიძახეს.
მათივე ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მეხანძრეები ამოწმებენ, არსებობს თუ არა ცეცხლის გავრცელების საშიშროება.
დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით, ინფორმაცია არ გავრცელებულა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.