ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმ ჯავად ზარიფის განცხადებით, უცხო ქვეყნების დაზვერვის სამსახურები ხელს უწყობენ ირანში ანტისამთვარობო გამოსვლებს. ზარიფმა, კერძოდ, დაადანაშაულა აშშ-ის, ისრაელისა და საუდის არაბეთის მთავრობები. როგორც მინისტრმა თეირანში განაცხადა, „ვერც ერთი ქვეყანა ვერ შექმნის უსაფრთხო გარემოს საკუთარი თავისათვის, მეზობლებში დესტაბილიზაციის შექმნის ხარჯზე“.
აშშ უარყოფს ირანის ბრალდებას, თითქოს ვაშინგტონი ხელს უწყობდეს 28 დეკემბერს დაწყებულ ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებს. აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ 7 იანვარს უარყო დემონსტრაციებთან მისი უწყების ყოველგვარი კავშირში, მაგრამ იქვე გამოთქვა ვარაუდი, რომ არეულობა ჯერ კიდევ გაგრძელდება.