51-ე და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორების გათავისუფლებაზე მსჯელობა გამოძიების დასრულებამდე არ დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა სრული სურათის დანახვა, რომ თითოეული პირის მონაწილეობა და ბრალეულობა გამოიკვეთოს.
“ჯერ დირექტორების გათავისუფლებაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. ჩვენ ველოდებით გამოძიების დასრულებას. გვინდა, დავინახოთ სრული სურათი გამოიკვეთოს თითოეული პირის მონაწილეობა, მათი ბრალეულობა, მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ მსჯელობას და განხილვას, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, დირექტორები იქნება მანდატურები თუ სხვა პირების მიმართ“, -განაცხადა ლია გიგაურმა.