მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები გაუაზრებელი ნაბიჯია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სტრუქტურული ცვლილებების უკან არ ჩანს თუ რა დაუჯდება ეს ქვეყანას.
„სტრუქტურული რეორგანიზაციის უკან არ ჩანს გააზრებული ხედვა არც იმ ფუნქციებისა, რაც თითოეულმა სამინისტრომ უნდა შეასრულოს და რაც მთავარია, არ ჩანს თუ რა დაუჯდება ეს ქვეყანას. ხარჯები დაიზოგება, მოიმატებს და საერთოდ რა მიზანი ჰქონდა", - აღნიშნავს ზურაბ ჭიაბერაშვილი.