მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის უკრაინის შიდა პოლიტიკა და უკრაინის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით მე განცხადებებს ვერ გავაკეთებ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, წაყენებულია ბრალი და ამ კონტექსტში ურთიერთობები გაგრძელდება სამართლებრივი გადაწყვეტილებების ფარგლებში.
“მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის უკრაინის შიდა პოლიტიკა და უკრაინის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით მე განცხადებებს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება, ამ საკითხის სამართლებრივ განზომილებას, ჩვენ როგორც ვიცით საქმე აღძრულია უკრაინის მიერ და საქმე აღძრულია საქართველოში. წაყენებულია ბრალი და ამ კონტექსტში ურთიერთობები გაგრძელდება სამართლებრივი გადაწყვეტილებების ფარგლებში”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.