მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განცხადებით, წარდგენილ კანონპროექტში, სახელად განსაზღვრულია გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო, თუმცა სიტყვები - სოფლის განვითარება ამოღებული იქნება. შესაბამისად, ორი სამინისტროს გაერთიანების შედეგად შექმნილ სამინისტროს „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო“ ეწოდება.
„რაც შეეხება ტექნიკური სახის შენიშვნას, ამჟამად წარმოდგენილი პროექტის მიხედვით სახელად განისაზღვრება - გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო, თუმცა საკომიტეტო მოსმენებზე გამოთქმულ იქნა შენიშვნა, რომელიც მთავრობის მიერ იქნა გაზიარებული და სახელად განისაზღვრება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შესაბამისად, 56 კანონპროექტში, რომელიც წარმოდგენილია, მეორე მოსმენისთვის განხორციელდება ცვლილება და სიტყვები - სოფლის განვითარება ამოღებული იქნება“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.