მაიმუნიც რომ დასვა ავტოპილოტიან თვითმფრინავზე, თვითმფრინავს წაიყვანს იმიტომ, რომ ავტოპილოტზეა თვითმფრინავი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გაიხსნასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" სააკაშვილმა აღნიშნა, ეს პროექტი 2014 წლისთვის უნდა გახსნილიყო.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს საკმაოდ ბევრი პროექტი არ განხორციელდა ან გვიან გაკეთდა.
„მაიმუნიც რომ დასვა ავტოპილოტიან თვითმფრინავზე, თვითმფრინავს წაიყვანს იმიტომ, რომ ავტოპილოტზეა თვითმფრინავი. მაგრამ დგება პერიოდი, როდესაც უნდა დასვა და მაშინ სჭირდება ნამდვილი მფრინავი და ამ პერიოდში მგზავრები აუცილებლად მიიღებენ ზომებს, მაიმუნს ჩამოაშორებენ მართვის სადავეებს და დასვამენ ისევ ნამდვილ მფრინავებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.