შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ნუცუბიძის ქუჩაზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეზე ყველა კითხვას პასუხს გასცემს გამოძიება, რომელიც გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
”კომენტარი ჩვენი მხრიდან რაც შეიძლებოდა, უკვე გაკეთდა. მეტს ვერაფერს გეტყვით. მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების დასრულებამდე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს, რომელიც გამჭვირვალედ მიმდინარეობს. მე რომ გითხრათ რა მოხდა, მაშინ გამოძიება რა საჭიროა”, - განმარტა შალვა ხუციშვილმა.