"საქართველოს პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს, რათა ყველა პიროვნება, ვისაც ჩადენილი აქვს დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე", - ამის შესახებ პროკურორის პირველმა მოადგილემ გიორგი გოგაძემ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირების შესახებ განაცხადა.
„კომუნიკაციის ბოლო თარიღებზე ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა გეტყვით, რომ ბოლოს ჩვენ მივმართეთ 3-ჯერ უკრაინის შესაბამის ორგანოებს და ველოდებით მათგან ქმედით ნაბიჯებს. საქართველოს პროკურატურა რომ არ იყოს დარწმუნებული შესაბამისი საფუძვლების არსებობაში, რა თქმა უნდა, ამ მოთხოვნას არ გააგზავნიდა", - განაცხადა გოგაძემ.