"ქართული ოცნების" მარნეულის მერობის კანდიდატი თემურ აბაზოვი "ევროპული საქართველოს მარნეულის მერობის კანდიდატის, აჰმედ იმამკულიევის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს,რომ უბნებზე არანაირი დარღვევა არ არის.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების ბრალდებები უსაფუძვლოა.
"მაქვს ურთიერთობა ჩვენს წარმომადგენელთან, 8:00 საათზე გაიხსნა უბნები, ოპოზიციური პარტიების განცხადებები არის სიცრუე და ტყუილი. "ქართული ოცნების" მთავარი მიზანი არის დემოკრატიულად ჩატარდეს არჩევნები და ამისთვის გველაფერი გაკეთდება. თუ რამე მოხდება, არსებობენ შესაბამისი უწყებები და ისინი გაარკვევენ. რაც შეეხება ჩვენ კანდიდატზე თავდასხმას, ისინი იმ დღესვე მოვინახულე. ადგილზე იყვნენ შსს და ჯანდაცვის მინისტრები. პოლიტიკურ დაპირისპირებას კატეგორიულად გამოვრიცხავთ," -განაცხადა თემურ აბაზოვმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საქართველოს მარნეულის მერობის კანდიდატის, აჰმედ იმამკულიევის მტკიცებით, მარნეულში საარჩევნო უბნებთან “ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან მობილიზებულნი და ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენენ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ აქტივისტები ცდილობდნენ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების პროვოცირებას და ფიზიკური დაპირისპირების წამოწყებას.
„მე-18, 26-ე, 29-ე, 42-ე, 51-ე, 56-ე, 73-ე, 86-ე, საარჩევნო უბნებთან დგანან გამგეობის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენს დამკვირვებლებს კამერით არ უშვებენ.“- განაცხადა იმამკულიევმა.