უკრაინაში სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივისტების დაკავებები დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე „ფეისბუკის“ გვერდზე წერს.
„ჩვენი აქტივისტების მასობრივი დაკავებები და რეპრესიები დაიწყო! ჩერკასში ჩვენი აქტივისტი ანდრეი კოტიჩენკო დააკავეს. ის მათ შორის იყო, ვისაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შემოჰყავდა. ამ წუთებში ის ლვოვში მიჰყავთ. გუშინ ივანო ფრანკოვსკში დააკავეს ჩვენი თანამოაზრე ალექსანდრე ბურცევი, რომელიც ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებდა 10 სექტემბრის მოვლენებში. მოვითხოვთ დაკავებულების გათავისუფლებას და პოლიტიკური რეპრესიებისშეწყვეტას,"- წერს საყვარელიძე.