ლვოველმა თანაპარტიელებმა მიხეილ სააკაშვილის დახვედრაზე უარი განაცხადეს. „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლვოვის განყოფილების კოორდინატორი ვასილ კური წერს, რომ ის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ ბანაკის ლიდერობიდან ჩამომაშორა.
„შაბათს ე.წ. ბანაკი მოვაწყეთ გამშვები პუნქტიდან 200 მეტრში და მისი ხელმძღვანელი გახლდით. თუმცა საღამოს ლვოვის პოლიციის განყოფილების უფროსმა შემატყობინა, რომ ბანაკისკენ დაიძრა საავტომობილო კოლონა, რომელშიც მისივე ცნობით, არის იარაღი. მე ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე პარტიის ლიდერებს. ამის შემდეგ დეპუტატმა დერევიანკომ გასცა განკარგულება, რომ ეს მანქანები შეემოწმებინათ და არ დაეშვათ იარაღის ბანაკში მოხვედრა. მას შემდეგ რაც პოლიციამ და ბანაკის ხელმძღვანელებმა კოლონა გააჩერეს, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ მე ბანაკის ლიდერობიდან ჩამომაშორა“, - წერს სოციალურ ქსელში ვასილ კური.
კურის თქმით, სწორედ ამის შემდეგ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლვოვის განყოფილება მიხეილ სააკაშვილის დახვედარაში მონაწილეობას არ მიიღებდა.