ჟურნალისტმა იულია ლატინინამ რუსეთი დატოვა. "მე ახლა რუსეთში არ ვარ. ჩემი მშობლებიც უცხოეთში არიან. ნაკლებად სავარაუდოა, უახლოეს მომავალში რუსეთში ჩამოვიდე", - განაცხადა Эхо Москвы-სა და Новоя газета-ს ჟურნალისტმა. ლატინინას თქმით, მისი ავტომობილის აფეთქების შემდეგ რუსეთში ყოფნის ეშინია. რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტის ავტომობილი უცნობმა პირებმა დაწვეს, მანამდე კი მის სახლს დაუდგენელი შემადგენლობის სითხე შეასხეს. თავდასხმა ლატინინაზე გასული წლის აგვისტოშიც განხორციელდა. მას Эхо Москвы-ის ოფისთან ფეკალიები შეასხეს.