მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 58 გარდაცვლილის შესახებ. 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მექსიკის სანაპიროზე 8 სექტემბერს მოხდა, რამაც ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.