ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის ელჩებმა გამოცემა Le Monde-ს რედაქტორს ღია წერილით მიმართეს. დიპლომატები ლიუკ ბრონერს სთხოვენ, სტატიებში მათი ქვეყნები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებად აღარ მოიხსენიონ. მანამდე გაზეთში რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა. მასში ბალტიისპირეთის ქვეყნები ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებად იყვნენ მოხსენიებულნი.