მოსკოვი პოლონეთის ქალაქ ტშჩანკაში წითელი არმიის მებრძოლთა საფლავზე მავზოლეუმის ლიკვიდაციას აპროტესტებს. საგანგებო განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ამ გაუმართლებელი აქტისთვის მზადება დიდხანს გრძელდებოდა. პოლონეთის ხელისუფლების ქმედებები სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი შეთანხმებების უხეში დარღვევაა,“-ნათქვამია ლავროვის უწყების განცხადებაში.