მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი თავდაცვის მინისტრის, გეორგე გალბურას გადაყენებას ითხოვს. ამის მიზეზი უკრაინაში სამხედრო წვრთნებზე მოლდოველი ჯარისკაცების გაგზავნა გახდა. პრორუსმა პრეზიდენტმა შეიარაღებულ ძალებს სწავლებაში მონაწილეობა აუკრძალა, თუმცა მთავრობამ მისი განკარგულება დაბლოკა.