აშშ გაეროს უშიშროების საბჭოს ფხენიანისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას სთავაზობს. ახალი რეზოლუციის პროექტის თანახმად, ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეაში ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებას ითხოვს. ვაშინგტონი კიმ ჩენ ინისთვის აქტივების გაყინვის ინიციატივითაც გამოდის. სანქციები სავარაუდოდ ტექსტილის ექსპორტსაც შეეხება. შეზღუდვები დაუწესდებათ მოქალაქეებსაც. ვაშინგტონის გეგმით, შესასაძლოა ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებს სხვა ქვეყნებში მუშაობა აეკრძალოთ. უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა 11 სექტემბერს არის დანიშნული.