დღეს, 7 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 5 მლნ. ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. 
აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო  3  კომერციულმა ბანკმა.  მოთხოვნამ 12 მლნ.  ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.450%-ით,  მაქსიმალური 9.750%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი  9.616%-ით განისაზღვრა.