„გირგვლიანის საქმეზე დაკავებულები საქმეებს არჩევდნენ და ბიზნესებს აგვარებდნენ ციხიდან“- ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე პროცესზე განაცხადა.
მისივე მტკიცებით, ეს ადამიანები ომის დროს, საერთოდ გაყვანილი ჰყავდათ.
"მოდიოდა ჩვენთან ინფორმაციები, რომ დაკავებულები განსხვავებულ პირობებში იყვნენ და ომის დროს, საერთოდ გაყვანილი ჰყავდათ. ეს ადამიანები საქმეებს არჩევდნენ და ბიზნესებს აგვარებდნენ ციხიდან. განათლების მინისტრის მაშინდელი მოადგილე მოვიდა ჩემთან და მთხოვა დავხმარებოდი, რომ ეს ადამიანი ციხიდან ართმევდა კომპანიას. ციხეში ისინი არა მხოლოდ განსხვავებულ პირობებში იყვნენ, არამედ ვითარებას მართავდნენ გარედანაც", - განაცხადა სუბარმა.