მიწის გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე კონსტიტუციით აიკრძალება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა.
„პრემიერს, სამთავრობო გუნდსა და საპარლამენტო უმრავლესობა შორის გამართული კონსულტაციის საფუძველზე ერთსულოვნად მივიღეთ გადაწყვეტილება მკაფიო და მკაცრი კონსტიტუციო ჩანაწერით დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სტრატეგიული ინტერესი, ქართული მიწა დარჩეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეებისა და მათი გაერთიანებების საკუთრებაში."-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია ყველა ფაქტორის, მიწის არსებული და პოტენციური საბაზრო ღირებულების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკური ზრდაში მიწის გასხვისების წვლილის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არსებული პრაქტიკის და საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.
„კონსტიტუციის ახალი ჩანაწერი გახდება იმის მტკიცე გარანტია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსი არ გასხვისდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე და დაცული იქნება ჩვენი სტრატეგიული ინტერესები,"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამავე მიზნითპარლამენტში შედის კანონპროექტი, რომელიც კონსტიტუციის ამოქმედებამდე ამ საკითხს დაარეგულირებს.
მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მიწის უცხოელებზე გასხვისებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ითვალისწინებს.