თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი მელიქიშვილის ქუჩაზე ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შენობაში მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებს და უმრავლესობას მოუწოდებს, საკითხი ფართო მსჯელობის საგნად აქციონ და პროექტი შეაჩერონ.
როგორც ელისაშვილმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროექტი რომელსაც M2 ახორციელებს ვანდალურია და ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.
"თბილისის ამქრის მოთხოვნების მიუხედავად, შენობას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ მიენიჭა. ის ახლა M2 საკუთრებაა, რომელიც ველურ პროექტს ახორციელებს, როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის კუთხით",- განაცხადა ელისაშვილმა.