კალაძის კანდიდატურის დასახელება აჩვენებს იმას, რომ რეალურად პრობლემებიდან გამოსავალზე საუბარი არ იქნება, უბრალოდ იქნება ადამიანი, რომელსაც ექნება ისევ ივანიშვილის მხარდაჭერა, - ასე შეაფასა ახალი პოლიტიკური ცენტის, "გირჩის" თვმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ "ქართული ოცნებიდან" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის შესაძლო წარდგენა.
მისი განცხადებით, კიდევ ერთხელ, გვისვამენ რაღაც კონკრეტულ ადამიანს, რომელიც თბილისმა უნდა აირჩიოს უბრალოდ იმის გამო, მას აქვს ივანიშვილის მხარდაჭერა.
„კიდევ ერთხელ, გვისვამენ რაღაც კონკრეტულ ადამიანს, რომელიც თბილისმა უნდა აირჩიოს უბრალოდ იმის გამო, მას აქვს ივანიშვილის მხარდაჭერა. ამ მხრივ, "ქართული ოცნება" არაფერს არ ცვლის. ზოგადად მერობის კანდიდატებს რაც შეეხება, თბილისთან მიმართებაში, მთავარი რაც არის იქ ფუნდამენტურად არის შესაცვლელი ადგილობრივი დაფინანსების მთელი სისტემა და არ შეიძლება თბილისი იყოს ერთი თავკომბალა, როგორიც აქ არის. თუმცა კალაძის კანდიდატურის დასახელება აჩვენებს იმას, რომ რეალურად პრობლემებიდან გამოსავალზე საუბარი არ იქნება, უბრალოდ იქნება ადამიანი, რომელსაც ექნება ისევ ივანიშვილის მხარდაჭერა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.